სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მღვდელთმთავარს, რომელიც ჩემს შემცვლელად დაინიშნა, ჭყონდიდელობას სამი წლის წინ შორენა თეთრუაშვილი სთავაზობდა...სხდომაზე გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პატრიარქი დუმდა"

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, წმინდა სინოდის წევრებმა მას უსაყვედურეს, რომ პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდა და ბოდიში უნდა მოეხადა.

ამასთან, ცაავას თქმით, როდესაც სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა, პატრიარქი დუმდა.

რაც შეეხება მღვდელთმთავრობიდან განყენების საკითხს, ცაავა ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული.

მისივე თქმით, მღვდელთმავარს, რომელიც დანიშნეს მის შემცვლელად, ჭყონდიდელობას სამი წლის წინ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი სთავაზობდა.

„მღვდელმთავარის,რომელიც დაინიშნა, სამი წლის წინ, როდესაც პირველად უნდოდათ ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადმოყვანა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონი მდივან-რეფერენტი თვითონ სთავაზობდა ჭყონდიდელობას. წარმოიდგინეთ, ქალი, პატრიარქის მდივანი, თვითონ სთვაზობდა ამ კონკრეტულ მღვდელთმთავარს. აი ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100