სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაბ...არო, ნეტავ თავის დროზე აბორტი გამეკეთებინა შენზე, მშვიდად ცხოვრებაში მიშლი ხელს“ - დედა თავის სამი თვის შვილს საშინლად ექცევა

ეს ვიდეო შემთხვევით მოხვდა იმ ქალის მეგობრის ხელში, რომელიც შვილს სასტიკად ექცევა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დედა დათვრა და ქმრის ნაცვლად თავის სამი თვის შვილზე იძია შური - ჯერ სცემა ის, შემდეგ კი ატირებულს საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა. ვიდეო სწორედ იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნასვამი ქალი ასეთ სიტყვებს იძახის:

„შენი მამა ორსულობაში მცემდა, ნეტავ სულ არ დაბადებულიყავი, მშვიდად ცხოვრებაში მიშლი ხელს, მძულხარ ნაბ...არო, ახლა მთელი ცხოვრება მამაშენს უნდა ვემსახურო, ნეტავ თავის დროზე აბორტი გამეკეთებინა შენზე, მამაშენის გამო მთელი ცხოვრება ამ სიტყვებს მოისმენ ჩემგან“.

სიმთვრალეში ეს ვიდეო მოძალადე დედამ თავის მეგობართან შემთხვევით გაგზავნა, აღშფოთებულმა ქალმა კი ძალოვან უწყებებს მიმართა და სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

ახლა პატარა მამასთან ერთად იმყოფება და თავს კარგად გრძნობს, მოძალადე დედას კი შვილთან მიკარების უფლება ჩამოართვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100