სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ ხუბულური გორის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგებს შეხვდ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემურ ცვლილებებზე, მაღალმთიანი სოფლების სკოლების გაძლიერების პროგრამებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება სისტემური ცვლილებები, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი.

ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა საქართველოს განათლების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიციები დაიკავოს. ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება“,- აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

მისივე ინფორმაციით, 2016-19 წლებში განხორციელდება 100-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა, რის შედეგადაც 37 ათასზე მეტი მოსწავლე საქართველოს რეგიონებში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის სკოლებს.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100