სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატა ფერაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ისევ შუა თითი უჩვენა

საკრებულოს შენობასთან იმყოფება "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი ნატა ფერაძე, სადაც ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ნატა ფერაძე, ადგილზე შეკრებილ ადამიანებთან ერთად, საკრებულოს შენობაში შესვლას ითხოვს და ამბობს, რომ საკრებულოს სხდომა დღეს უკანონოდ დაიხურა.

„ეს კანონის მიხედვით ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ასე უკანონოდ დაკეტილ სხდომაზე მიიღებენ, ჩაითვლება უკანონოდ და ეს გასაჩივრდება სასამართლოში. ასე, რომ ჩვენ გვაწყობდა საქმის ასეთი მოტრიალება,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

"პარტიზანმა მებაღემ" საკრებულოს თავმჯდომარეს ისევ შუა თითი უჩვენა.

„საკრებულომ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, ალიბეგაშვილს კიდევ ერთხელ გადავცემ მოკითხვას. არ გამოუვა ბიძინასთვის მიწების ჩუქება,“ - ამბობს ნატა ფერაძე.

რამენჯერმე დაიძაბა სიტუაცია თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც იყო დაპირისპირება და ხმაური. არიან დაკავებულები, თუმცა უცნობია, მათი ზუსტი რაოდენობა. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კოტე იოსელიანია.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100