სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხედრო კორესპონდენტსა და პულიტცერის პრემიის პირველ ლაურეატ ქალზე ფილმს გადაიღებენ

მარგარეტ ჰიგინსი ამერიკელი სამხედრო კორესპონდენტი იყო, რომელიც 1950 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ კონფლიქტზე რეპორტაჟებს მოვლენათა ეპიცენტრიდან აკეთებდა. ის პირველი ქალი იყო, რომელსაც 1951 წელს თავისი საქმიანობისთვის პულიტცერის პრემია მიენიჭა. ამჯერად კი ყოფილი სამხედრო კორესპონდენტის საქმიანობით რეჟისორები დაინტერესდნენ. მასზე რეჟისორი რობ კოენი ფილმს გადაიღებს. ამერიკელი რეჟისორი ფილმის გადაღებას 2012 წლის მაისიდან შეუდგება. პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონი დოლარია „1950“ ერქმევა.

ჰიგინსს პულიტცერის პრემია საკუთარი საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის მიანიჭეს. გარდა ამისა, სამხედრო კორესპონდენტი წლების განმავლობაში რეპორტაჟებს ცხელი წერტილებიდან აკეთებდა, კარგი რეპორტაჟის ერთი მონაკვეთისთვის კი, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაუგდია. ის მეოცე საუკუნის 50–იან წლებში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც თავისი სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გახდა ცნობილი. ფილმის სიუჟეტი დეტალურად ჯერ არ ხმაურდება. ცნობილია, რომ სურათი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც თავის საქმეზეა შეყვარებული. ქალზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ის სურათი დაუხატოს, რაც კონფლიქტის ზონებში ხდება.

მარგარეტ ჰიგინსი ამერიკული ჯილდოს მფლობელი იმ ადამიანებთან ერთადაა, რომელმაც თავიანთი საქმიანობით თავი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოსაც გააცნეს. სწორედ პულიტცერის პრემიის ლაურეატებს შორის არიან ჯონ ფიცჯერალდ კენედი, კენეტ სილვერმანი, ჯონ აპდაიკი, მარგარეტ მიტჩელი, სემიუელ ბარბერი, ერნესტ ჰემინგუეი და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100