სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები

მაკა ასა­თი­ა­ნი ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქა­ლია. დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ამ­ჟა­მად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. ის ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. მის ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას­თან და ბედ­ნი­ერ ამ­ბებ­თან ერ­თად, ტკი­ვი­ლიც ბევ­რი იყო, მო­უკ­ლეს მამა - ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ბიზ­ნეს­მე­ნი კახი ასა­თი­ა­ნი, საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი იყო მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც 2 ვაჟი ჰყავს. ამ­ჟა­მად მისი მე­უღ­ლე კოტე გო­გე­ლი­აა, წყვილს ერთი შვი­ლი - კოს­ტა ჰყავს. მაკა უკვე ბე­ბი­აა, თუმ­ცა წლებ­მა მის სი­ლა­მა­ზეს ბევ­რი ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. გთა­ვა­ზობთ ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფო­ტო­ებს და ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მის­მა მე­გო­ბარ­მა ბაია გა­და­ბა­ძე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" მოჰ­ყვა: "კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ. მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო? სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხე­დან მა­მა­კა­ცე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებს მათ­თან. მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით და­ვუშ­ვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე - კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა. ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ. კო­ტე­მაც - არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და, ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო - და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ.... ეს კაცი იმ მა­გი­დი­დან მო­ვი­და, სა­დაც ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ვკვდე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვინ არის. მა­კას ვუ­თხა­რი, და­უ­ძა­ხე რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ჰკი­თხე, უნდა "დავ­გუ­გლო", თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი, რომ არ გა­ვი­გო, ვინ არის ეს კაცი-მეთ­ქი. ვწერ სა­ხელს და გვარს "გუ­გლ­ში" და ვინ აღ­მოჩ­ნდა? - კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" მფლო­ბე­ლი. მერე კარ­გა ხანს "ბარ­სე­ლო­ნას" ვე­ძახ­დით მა­კას. მინ­და აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ მაკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ამ სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად - ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი ტან­დე­მი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100