ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ქალბატონი დააპატიმრეს
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ქალბატონი დააპატიმრეს. ამ ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.
„შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლელა ღ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 265 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,09 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).“-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
კომენტარი