სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ქუჩები გადაიკეტება თბილისში ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015-თან“ დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში ქუჩები გადაიკეტება.

26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე, 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება

მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა (ქუჩა,რომელიც თამარაშვილიდან ჭავჭავაძეზე ადის) და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე

27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება

აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება

აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება

თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება

თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი

მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100