
თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველთა კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს
თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველების კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს. თურქმა სამართალდამცველებმა ჩანაქლეს ოლქში დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი 7 თანამზრახველი დააკავეს. მათ პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა.
სამართალდამცველებმა რეიდი 3 სხვადასხვა ბინაში ჩაატარეს და 13 ქართველი ქალის გათავისუფლება შეძლეს, რომლებსაც პროსტიტუციას აიძულებდნენ. დაჯგუფების წევრები დარდანელში მდებარე ერთ-ერთ დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში ქართველების დეპორტაცია მოხდება.
კომენტარი