
"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, იმედია თქვენნაირი პრეზიდენტი არ ეყოლება ქვეყანას" - მოქალაქე ზურაბიშვილს
სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მივიდა, თუმცა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით თქვა, რომ მას აქ ყოფნის უფლება არ აქვს, რადგან საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
კომენტარი