დღეს საბა განწმენდილის ხსენების დღე - საბაობაა
დღეს, 18 დეკემბერს, მართლმადიდებლური სამყარო საბაობას აღნიშნავს. მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 18 დეკემბერი ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეა.
V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა.
წმინდა საბა იყო განდეგილი ბერი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი.
უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.
ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა - პალესტინაში, ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკუთხა ლავრის ძმობა და 5 (18) დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა.
იგი 532 წელს აღესრულა.
კომენტარი