სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელიც ..."

არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს.
რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს. ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ .
არ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელიც სიამოვნებით ისმენს , როგორ გტკივა გული , როგორ უიმედოდ ხარ მარტო და როგორ ელოდები მისი თვალებიდან ამოსულ მზეებს , ასეთები , გამუდმებით შეეცდებიან გტკიოდეთ გული.
არ უნდა გიყვარდეთ კაცი, რომელმაც ხელი ჰკრა შენს განცდებს . ჩათვალეთ , რომ მათ არ შეუძლიათ შესწვდნენ შენს გრძნობებს , მათ არასდროს შეუძლიათ უყვარდეთ უანგაროდ .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერავის შეუყვარდა შენნაირად .
რომელიც შენს გულწრფელ საუბარზე უბრალოდ გაიცინებს და ირონიას გაურევს შენი მისადმი დამოკიდებულებაში . ასეთი კაცი არ არის თავდაჯერებული, ასეთ კაცს , არასდროს ჰყვარებია შენაირად, ასეთი კაცი ვერ ატარებს შენს სიყვარულს. ასეთ კაცი არ არის მზად , იტვირთოს შენი სიყვარულის მძიმე სიმსუბუქე.
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც გულგრილად ისმენს შენს თითოეულ სიტყვას. შენი სულიდან დაბადებულ სიტყვებს და დაუჯერებლად მიაჩნია , კილომეტრების გავლა რომ შეგიძლია მის დასანახად .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი , რომელსაც სულაც არ აღელვებს , რომ მისი სიყვარულის გამო, შენ რამდენჯერმე გაწირე სიცოცხლე .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერ შენიშნავს , მის თვალებს, შენში ღმერთად რომ დაიბადა .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მორწმუნეა და არცერთხელ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეწამა მაცხოვარი , მხოლოდ იმიტომ რომ უყვარდა , უყვარდა მისნაირები.
ჰომ.
სწორედ ასეთმა კაცებმა აწამეს უფალი .
სწორედ ასეთმა კაცმა აწამა ჩემში დაბადებული ღმერთი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100