სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობახიძე აღიარებს, რომ სანქცირებული "ხარებას" და მილერის ინტერესები სახელმწიფომ დაიცვა

საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე შტატების მიერ "ხარებასა" და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებას "აპოკალიფსურს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირა.

კობახიძე აღიარებს, რომ რომ სანქცირებული გდდ-ს შეფის და მისი მოადგილის ინტერესები სახელმწიფომ დაიცვა.

"ამ ორ პოლიციელს დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა" - ამბობს კობახიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, [განსაკუთრებულ დავალებათა] დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე, რომლებსაც აქვთ ნაბრძოლი 2008 წლის აგვისტოს ომში. ომი აქვთ გამოვლილი ამ ადამიანებს და ასეთ ადამიანებს ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია არის თავისი შინაარსით ისეთი, რომელიც უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ თქვენ მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, რომ შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე. ეს ერთგვარი „აპოკალიფსური სანქციაა“.

ამ ორ პოლიციელს დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? აქაც ვსაუბრობთ ჩვენ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ „გლობალური ომის პარტიაზე“. ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, ამ ადამიანებმა, მათ შორის, სხვა პოლიციელებთან, ერთად აღკვეთეს რევოლუცია ამ ქვეყანაში და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წლის რომ გამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს. ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ პასუხს ყოველთვის გავცემთ ხოლმე,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა 17 სექტემბერს "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100