გააჩინეს თუ არა ხანძარი შეგნებულად ნარეკვავში ე.წ. ფერად შენობასთან - შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე - ასე
გამოეხმაურა შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ
ნარეკვავში ე.წ. ფერად შენობასთან ხანძარი განზრახ მტკიცებულებების
გაქრობის მიზნით გააჩინეს.
შსს-ს ინფრომაციით ხანძარი რკინის დამუშავების შედეგად ბალახზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ გავრცელდა.
"მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედია
საშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ
არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო
მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება
მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის
მიმართულებით.
კომენტარი