"სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ოპოზიციას მოუწოდებს აიღოს ინიციატივა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხივოს „პატრიოტთა ალიანსის“ აკრძალვა
საქართველოს პარლამენტის 30 დეპუტატს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ აკრძალვა, - ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი
თქმით, იგივე უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის
გარანტმა და საქართველოს მთავრობამ.
„ვინაიდან
ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუციები პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავენ,
საფრთხის პრევენციისთვის ინიციატივა უნდა აიღოს ოპოზიციამ. პარლამენტში საკმარისად
არის წარმოდგენილი დასავლური ღირებულებების მქონე წევრები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.“ - განაცხადა ფარულავამ.
მისივე
შეფასებით, ეს საკითხი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რადგან ეხება
ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
კომენტარი