სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟვანიას გვამის ფოტოებს ბურჯანაძის პრესცენტრი ეხმაურება

დემოკრატიული მოძრაობისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ 2014 წლის 19 მარტს, პრემიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე საყურებელი იყო გავრცელებული კადრები. რაც შეეხება მათ ავთენტურობას, ბუნებრივია, ის აუცილებლად უნდა დადგინდეს.

საზოგადოება ნამდვილად არ ელოდა „ნაციონალური მოძრაობისაგან“ ამ ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას, თუმცა ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ველით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნათელს მოჰფენს პრემიერის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეს. მით უფრო, რომ გენერალური პროკურორის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განაცხადებით, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე უკვე გამოძიებულია.

საწუხაროდ, ბოლო წლებია აღნიშნული თემის გააქტიურება რატომღაც ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ტრაგედია არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არავის მხრიდან.

ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ტელევიზიები მაქსიმალურად მოერიდებიან ასეთი კადრების ხშირად ჩვენებას, რადგან ეს უმძიმესი სანახავია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის“ - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100