16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულება პრემიერმა გამოსცა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია დროშები. ქვეყანა ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ ისევ ტყიბულში, მინდელის შახტში
დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა მამუკა ბახტაძემ. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის
შესახებ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი
დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ
დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე
მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში
დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი,“-
აღნიშნულია მამუკა ბახტაძის მიმართვაში.
კომენტარი