დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოტივი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი