ღია წერილი ქალზე მოძალადე “ყოფილ ქმრებს” და სხვა არაკაცებს!
ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა ქალზე ძალადობის ფაქტები – ლამის შემძულდეს სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩავალაგო ბარგი და წავიდე უკანმოუხედავად, მაგრამ თუ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი (დიახ, მე მაქვს ამის ამბიცია!) ასე მოვიქცევით, ისევ და ისევ ასეთი გადაგვარებული ხალხის ხელში დავტოვებთ ისედაც უფლებაშელახულ და მრავალგზის უსამართლოდ განადგურებულ ქალებს!
მივმართავ ყველა სულით ავადმყოფს და დავიწყებ გადაგვარებული მენტალიტეტის „ყოფილ ქმრებით“ (საბედნიეროდ, ბევრი საღად მოაზროვნე ყოფილი ქმარი არსებობს და აიღეთ მაგალითი იბიომაწ!) და მათი ამაზრზენი „გამპრავებლებით“:
ცოლთან განშორება ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფლება, ვისაც უნდა იმას დაუკავშიროს ცხოვრება, კარიერა და თქვენ მასთან არაფერი გესაქმებათ, საერთოდ! თუ თვლით, რომ თქვენს შვილებს ცუდ მაგალითს აძლევს, დაე სასამართლომ გადაწყვიტოს ეგ საქმე და ჩამოართვან დედობა, ვინ მოგცათ უფლება თავად გადაწყვიტოთ სასჯელის ფორმა! მით უმეტეს, რა უფლება გაქვთ ყოფილ ცოლზე, როცა თქვენ უკვე დაოჯახებული ხართ სხვაზე და შვილის/შვილების ალიმენტსაც კი არ იხდით თქვე არაკაცებო! როცა ქალი გარბის თქვენგან და თქვენი დანახვაც არ უნდა, ეს ნიშნავს, რომ არ ივარგეთ თავის დროზე მის გვერდით და ძალადობით თქვენს კაცობას ვერ დაამტკიცებთ, იმ კაცობას, რომელშიც თანაცხოვრებისას ერთხელ, ან მრავალჯერ – უკვე „ჩაიჭერით“! თუ ქალი გარბის სხვა კაცთან, იმიტომ, რომ „ბოზია“, გიხაროდეთ, რომ ეს დროულად მოხდა და დაე იმ მორიგმა კაცმა იდარდოს, ვინც ცხოვრება ბოზს „დაუკავშირა“, ის, რასაც ელემენტარული ღირსეული ნაბიჯებით ვერ აკეთებთ, ძალადობით მით უმეტეს ვერ აღადგენთ!გულის ამრევია, როცა კითხულობ სტატიას მორიგ ტრაგედიაზე და გხვდება კომენტარები:
ამდენ ქმარს რომ იცვლის ქალი, ის სიკვდილის ღირსია აბა რა ერთი ბოზით ნაკლები ეყოლება ქვეყანას იქნება და რა დაუშავა, კაცსაც გაუგეთ კაცია და თავმოყვარეობა აქვს, როცა ქალი დადის ბარებში, სიგარეტს ეწევა, სვამს, ქმარს თავზე „იმასშვება“, აბა რა უნდა ჰქნას, კაცია… რას მიჰყვებოდა ცოლად გიჟ კაცს, სექსი რომ უნდოდა კარგი იყო?დაიმახსოვრეთ, თქვე ბნელო წარმონაქმნებო:
მამაკაცი ქალს არასდროს კლავს, ის, ვინც ამას აკეთებს – არ არის კაცი! ეს არის ვერშემდგარი, არასრულფასოვანი წარმონაქმნი, რომელიც თავისზე სუსტ არსებასთან ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობს დაარწმუნოს თავი, რომ კაცია… თუმცა ამაოდ, შესაბამისად სიცოცხლეს ან ციხეში, ან თვითმკვლელობით ასრულებს! ვაჟკაცობა გამოგევლინათ აგვისტოს ომის დროს, როცა სოფლებში იხიზნებოდით და ახლა გაქვთ დიდი გული „თქვენს საკუთრებაში“ მყოფ ქალებთან! “გამპრავებელი” კომენტარის ავტორო ქალებო, მიხედეთ საკუთარ პატიოსნებას და თუ საჭიროდ ჩათვლით – ბარემ თქვენი ხელით დაიშანთეთ სხეული, მაგრამ სხვის ომში სიბრძნეს თავი დაანებეთ, როცა არ ფლობთ ინფორმაციას და ნუ უწყობთ ხელს კიდევ ერთხელ ამ მარაზმს!!ძვირფასო მსგავსი კომენტარის ავტორებო, თქვენ ხართ ძალადობრივი ან რამე სხვა ფორმით სიკვდილის ღირსი, რადგან სწორედ თქვენნაირი აზროვნების გავრცელების გამო – ჯერ კიდევ მიღებულ თემად ითვლება ქალზე მსგავსი ფორმით ანგარიშსწორება საქართველოში და მაინც, სიკვდილს ვერ გისურვებთ…
და აქვე, არანაკლებ მეზიზღებით მსგავსი თემების – საკუთარი მიზნებით გამომყენებლები, პოლიტიკურ საკითხებზე ხელის შემწმენდნი, კონკრეტულ კომპანიებთან ბრძოლის იარაღად ტრაგედიის ხელზე დამხვევი არაკაცები და თქვენ იმ კომენტარების ავტორებზე არანაკლებ სამარცხვინოები ხართ!
მაპატიეთ, მაგრამ მე არ მეცოდება არცერთი თვითმკვლელი, ვინც ამას ქალის მკვლელობის შემდეგ აკეთებს! როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მეტიც, ჩემი ხელით გავუხვრეტდი შუბლს ყველა ასეთ ადამიანს!
და დაიმახსოვრეთ, ერთხელ და სამუდამოდ:
სხვის ომში ბრძენი საზოგადოება – დაე სხვისვე ომში მოკვდნენ! ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ „ბევრი ერთი“ – უკვე მთლიანობას ქმნის! წიხლი ვირსაც კი არ უნდა შეარჩინო, რაკი მეორედ უკვე ტყუპი წიხლით გაგიტეხავს თავს!და ბოლოს, მე ვერ ვხვდები რა უნდა მოვთხოვოთ საზოგადოებას, როცა პოლიტიკური პერსონები გვიცხადებენ, რომ სანამ ქალზე ძალადობას განვიკითხავთ – მანამ უნდა გავიგოთ მიზეზი, იქნება და ღირსი იყო? ან ის, რომ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არ გაზრდილა, უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს, ლოგიკა ალბათ მარტივია: „თავის საკუთრებას“ რასაც უნდა იმას უზამენ, რა უფლებით ჩავერიოთ ოჯახის პირად ცხოვრებაში?! ქმარია და უნდა მო…ვს და უნდა მოკლავს, WTF?!
და „ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში…“
კომენტარი