სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი შვილები კი იცინიან, იცინიან და დამცინიან..."

შალვა ნათელაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში მომავალ სარძლოსთან და სასიძოსთან დაკავსირებით საკუთარ ფიქრებზე ალაპარაკდა.

სადაც ლამაზ გოგოს ვნახავ, ყველაში პოტენციურ სარძლოს ვხედავ, სადავ ლამაზ ბიჭს- სასიძოს აი, ასეთი ეგოისტი გავხდი. მერე კი მეღიმება ასეთ გაუმაძღრობაზე...

უამრავი ლამაზი ქართველი დაიარება, მე კი მიხარია ისინი და მინდა, ყველა ბედნიერი იყოს. ჩემი მოწონებული, მართალია, არავის აინტერესებს, მაგრამ ჩემს სულს მშვენიერების ხილვა და ოცნება ხომ აცისკროვნებს?! სახლში დაბრუნებულს შემიძლია მოვყვე როგორი შოლტივით გოგონა მომეწონა და არწივივით მხრებგაშლილი ვაჟი სასიძოდ, ჩემი შვილები კი იცინიან, იცინიან და დამცინიან... დედა, მერე სადაც ნახე ესენი, ნეტა ახლაც იქ იდგებიან რომ წავიდე და გავიცნოო... არ ვიცი, ამ ჩემს ცელქებს რა აცინებთ, მაგრამ ლამაზი, ჯანმრთელი ქართველების ხილვა, ხომ ყველა დედას უხარია.

უცნაური რამ ყოფილა დედობა, ყველა შვილი გიყვარს და რომ ჩაუვლი რატომღაც გულში სულ ლოცავ მათ ღმერთმა გვიმრავლოს და ბედნიერი ამყოფოს ჩვენი კუდრაჭა ახალგაზრდები“ - წერს ბელა ალანია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100