სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თაბაგარი: „ხვალ სასამართლო უნდა დასრულდეს და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“

დღეს, ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე მხარის სარჩელი აგებულია ტყუილსა და ფალსიფიკაციაზე.

არჩილ თაბაგარი დარწმუნებულია, რომ ახალი მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც სასამართლომ მიმდინარე პროცესს ოფიციალურად დაურთო, ხვალ, 24 ოქტომბერს საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება და გამარჯვება გარდაუვალია, ამასთან, სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკმაყოფილებელი, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო დავაში წარმოდგენილი სარჩელი ფალსიფიკაციაა. „მოსარჩელე მხარის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი თავიდანვე იყო ინფორმირებული და სრულიად ჩართული ყველა პროცესში და ამიტომ თავს ვერ დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან. ყველა მტკიცებულება ჩვენს უდავო გამარჯვებაზე მიუთითებს,“ - აღნიშნავს არჩილ თაბაგარი. ამასთან, იმედს გამოთქვამს რომ საქმის განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რითაც ამავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს და

ღვინის ქარხანა #1ადვოკატის თქმით, საქმის დეტალებით ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო, მისი ყველა პარტნიორი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ელჩები, საქართველოს პრემიერ მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ქარხანა #1-ისსაქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.თბილისში, პეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების შპს არტ ღვინოს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება სავანე ღვინის #1 ქარხანა. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100