სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა. შესაბამისი განცხადება ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს გააკეთა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 118 006 153 შემთხვევა გამოვლინდა, 2 619 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 66 838 291 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100