
საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 271 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 301535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284286, გარდაიცვალა 3992 პაციენტი.
კომენტარი