სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა – „ავერსმა“ ახალი პრეპარატი შემოიტანა

30 ივნისს გაიმართა პრესკონფერენცია., რომელიც ეხებოდა კიბოს სამკურნალო ახალ მედიკამენტს რიგვირს (Rigvir). ეს არის მსოფლიოში პირველი მედიკამენტი, რომელიც წარმოადგენს ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას. პრეპარატი რიგვირი ფარმაცევტული კომპანია ავერსის სააფთიაქო ქსელში, კონკრეტულად კი დავით აღმაშნებლი #148–ში მდებარე აფთიაქში გაიყიდება. რაც შეეხება ვიროთერაპიას, ის უკვე მყარად დამკვიდრდა ლატვიაში, სადაც რიგვირი მიჩნეულია მკურნალობის ერთ–ერთ ეფექტურ საშუალებად.

ვიროთერაპია - ეს არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, სადაც გამოიყენება ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი. კიბოს მკურნალობის აღიარებულ სხვა მეთოდებთან შედარებით ვიროთერაპია წარმოადგენს პაციენტისთვის გაცილებით უსაფრთხო თერაპიას.რიგვირი გამოიყენება კიბოს შემდეგი სახეობების სამკურნალოდ: მელანომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშვილოსნოს კიბო, შარდის ბუშტის კიბო, ფილტვის კიბო, პროსტატის კიბო, სარკომის რამდენიმე სახეობა ( ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, რეტიკულოსარკომა, რაბდომიოსარკომა). რიგვირის გამოყენება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში. მხოლოდ, ონკოლოგების და იმუნოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ.

რიგვირის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურდა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას. პირველი კვლევები ვიროთერაპიაში დაიწყო ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, როდესაც ლატვიელი მეცნიერები იკვლევდნენ ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს. 2004 წელს შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, რის შედეგადაც წამალი რიგვირი დარეგისტრირებული იქნა ლატვიაში და 2008 წლიდან იგი მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა ლატვიელი პაციენტებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100