სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღია დისკუსია თემაზე - „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები

ბიზნესომბუდსმენი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებენ

22 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება ღია დისკუსია თემაზე - „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანია „სი-ტი პარკის“ წარმომადგენლები და სამართლებრივი კონსულტანტები.

ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ბიზნესომბუდსმენი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სი-ტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „სიტი პარკში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

გარდა ამისა, „სი-ტი პარკი“ თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიის ადვოკატებმა მერიაში განცხადება შეიტანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100