"არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან"
როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის წინ განუცხადა.
სარალიძემ მოუწოდა ყველას, ნუ ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს მან რომელიმე პოლიტიკური პარტია დაიყენა გვერდით.
"მოვუწოდებ ქართველ ერს - არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას ხალხო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
კომენტარი