სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ შედგა ცნობილი ვიდეოს „ხატია+ნიკუშა“ გმირების სიყვარული?

ხატიას + ნიკუშა, ეს ვიდეო ლამის მთელმა თბილისმა ნახა და დიდი გამოხმურებაც მოჰყვა. სოციალურ ქსელში ნიკუსასა და ხატიასათვის უცნობი ადამიანებიც კი პოსტავდნენ, რომ ძალიან უნდოდათ ხატიას ნიკუშას სიყვარულისთვის სიყვარულითვე ეპასუხა. თუმცა გოგონამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ნიკუშა მხოლოდ მეგობრულად უყვარს.

"არ ვაპირებდი ბოლოდროინდელ ამბებზე არანაირი კომენტარის გაკეთებას რადგან მეგონა რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემებიც არსებობდა ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ინტერესი ჩემი პირადი ცხოვრების გარშემო არ ცხრება და კითხვები ისევ ისმის გადავწყვიტე, რომ საკუთარი დამოკიდებულება ხმამაღლა დავაფიქსირო! მე და ნიკას გვაკავშირებს 4 წლიანი მეგობრობა და ის ძალიან მიყვარს, როგორც მეგობარი, მაგრამ მისი გრძნობებისა და მიუხედავად არაფერს მის მიმართ გარდა მეგობრობისა არ ვგრძნობ. ეს დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება. იმედია მეტჯერ აღარ მომიწევს კომენტარის გაკეთება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ეს იქნება საკმარისი.

საჯაროდ აზრის დაფიქსირებისაგან თავს ვიკავებდი (თუმცა ამაზე ნიკასთან არაერთხელ მქონდა საუბარი) ნიკას მიმართ უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი მეგობრობის გამო, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენებისა და უამრავი უცხო ადამიანის, თუ ჟურნალისტის ინტერესისა და კითხვებიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირება უკვე აუცილებელი იყო." - წერს ხატია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ხატიასა და ნიკუშა ისტორიის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, droni.ge ნიკუშა ჩომახაშვილს გაესაუბრა.

-საუბრე თუ არა ხატიას ამ სტატუსის შემდეგ? რა გითხრა და ნანობს თუ არა, რომ ასეთი პირდაპირი იყო სოციალურ ქსელში?

-ხატიას ხანდახან ჩვევია ასე დაუფიქრებლად, თვითგანადგურების ინსტიქტები ერთვება და შემდეგ ნანობს ხოლმე... შეწუხდა ამდენი ჟურნალისტის და ხალხის ყურადღებით, შეიძლება ითქვას, რომ გაღიზიანდა და ჰგონია, რომ მთელი სამყარი ეწინაღმდეგება, რაც ძალიან აგიჟებს. ამით ყველას გასცა პასუხი და შეეცადა რაღაც მხრივ პასუხისმგებლობა მოეცილებინა მხრებიდან... არ ვიცი რას ნანობს და რას არა მაგრამ, ერთი კი ვიცი, რომ მომავალში ნამდივლად ინანებს ...

-გავიგე ხატიას გადაყვარება გადაწყვიტაო და ამ სტატუსმა გადაგაწყვეტინა ხატიას ეს?

-ამ სტატუსს და არც სხვა რაღაცებს ჩემზე არ უმოქმედია... ამ სტატუსის წინა დღეს ვნახე ხატია და ამის შემდეგ დავაწყვიტე ის, რომ აქ უნდა დამესვა წერტილი. ვიცი ბევრს ჰგონია ამას ვერ შევძლებ ან რაღაც სტრატეგიული სვლაა, მაგრამ არა ასე... არსებობს ცხოვრებაში რაღაცები რასაც არასოდეს გადავაბიჯებ და რაც მთავარია პრინციპებს... არ ვაპირებ თავის დამცირებას მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დავთმე... უბრალოდ ცხოვრება არ მთავრდება აქ ... ყველაფერი წინ მაქვს მეც და ხატიასაც...

-ალბათ გულნატკენი ხარ გრძნობაზე ანალოგიურად, რომ არ გიპასუხეს?

-არ მეგონა ასე ადვილად თუ გადავიტანდი.. ნუ ჯერ არც არაერთი გადამიტანია, მაგრამ მეგონა ბევრად უარესად იქნებოდა ყველაფერი... პირველ რიგში მიხარია ასეთი მეგობრები, რომ მყავს გვერდით და კონკრეტულად ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მეხმარება ყველაფრის გადატანაში.. ვდცილობ, რომ ძალიან არ მეტკინოს.. ცხოვრება გრძელდება...

- ნიკუშა ფიქრობ რომ ასე ძლიერად კიდევ შეგიყვარდება? და იმ სიყვარული ობიექტსაც მოუწყობ თუ არა სიურპრიზებს?

- არ ვიცი ჩემი ცხოვრება ჯერ არ დამთავრებულა... ყველაფერი წინ მაქვს... მეტიც ეხლა ვიწყებ ახალ ცხოვრებას, რომელშიც რათქმაუნდა გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იქნება ... და ყველაერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაბედნიერო... თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი.. ვნახოთ რა იქნება... ისე იმ ობიექტს კიდევ თუ გამოჩნდა რათქმაუნდა სიურპრიზებს აუცილებლად გავუკეთებ... და ეს არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც ხატაისთვის გავაკეთე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100