სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთში მამამ 3 წლის ბავშვი დასასჯელად სარეცხ მანქანაში შეაგდო და მოწყობილობა ჩართო

პარიზის ჩრდილოეთით მომხდარი ერთი საზარელი შემთხვევის შესახებ დღეს ინფორმაცია ჯერ ფრანგულმა, შემდეგ კი მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს: ერთ-ერთ ოჯახში, რომლის წევრთა გვარებს პოლიცია არ ასახელებს, მამამ 3 წლის ბავშვის დასჯის „ორიგინალური“ მეთოდი მოიფიქრა, რომელიც საბოლოოდ, ტრაგიკული აღმოჩნდა: მან ბავშვი სარეცხ მანქანაში შეაგდო და მოწყობილობა დენსაც შეუერთა.

შვილის გადარჩენას დედა განწირული კივილით ცდილობდა, მაგრამ ქმარმა იგი მანქანასთან არ მიუშვა, ხოლო სანამ შოკში ჩავარდნილი ქალის კივილზე მეზობლები შემოვარდებოდნენ და სარეცხ მანქანას გამორთავდნენ, მანამდე დისკო ტრიალებდა და სარეცხ მანქანაში გამომწყვდეული ბავშვი თავის ქალის ტრავმებისგან დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ბავშვის მამამ განუცხადა, რომ მანქანაში ბევრი წყალი არ ჩაუსხამს და, წესით, ბავშვს არაფერი უნდა მოსვლოდა, მერე კი დაამატა, სარეცხ მანქანაში გამომწყვდევის გამო კი არა, კიბეზე დავაგორე და იმ დროს მიღებული ტრავმებისგან დაიღუპაო, რის შემდეგაც იგი შეურაცხადად მიიჩნიეს და სპეციალურ კლინიკაშიც გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100