„საქართველოს სალიზინგო კომპანიას” ახალი მმართველი გუნდი ყავს
თბილისი,22 ოქტომბერი, 2015 – „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ (GLC), პირველ ქართულ სალიზინგო კომპანიას,ახალი მმართველი გუნდი ყავს. „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ელდარ ახვლედიანი გახდა, რომელიც ამ პოზიციას 2015 წლიდან იკავებს. ელდარს საბანკო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 8 წელი ის „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით უმსხვილეს ბიზნეს სექტორებს ხელმძღვანელობდა. კომერციული დირექტორის პოზიციას გიორგი ჯღარკავა იკავებს, რომელიც საბანკო სექტორში 2006 წლიდან მოღვაწეობს. 2010 წლიდან გიორგი „კორ სტანდარტ ბანკის“ საკრედიტო, საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“2001 წელს დაარსდა და საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. GLC-ი „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნეს სთავაზობს მათზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ორიენტირებულია ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე თავის პარტნიორებთან, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. კომპანია ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში: სატრანსაპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურენო და სამთო მოპოვება, ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.
„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს თავაზობს: ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსდა დაბრუნებით ლიზინგს.
დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.leasing.ge
###
„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ
შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC) „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში. GLC-ი იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. GLC დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათშორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. GLC-ი2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს WBC-სთან (World Business Capital), საიდანაც 14,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მოიზიდა. 2014 წელს კომპანიამ 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.
კომენტარი