სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა სამხედროებს საცხოვრებელი ბინები გადასცა (ვიდეო)

დღეს ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს ბინები გადასცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები 900--მდე სამხედრო პირს გადაეცა. მათ შორის, საცხოვრებელიბინებით დაკმაყოფილდნენ ავღანეთში ISAF მისიის შესრულების დროს, ერაყში OIF მისიის შესრულების დროსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად და სხვა ვითარებაში დაინვალიდებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები. „ჩვენ გვყავს ბევრი გმირი, რომელიც შეეწირა საქარველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ბრძოლაშიც, ჩვენმა ძმებმა სიცოცხლე შესწირეს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ქვეყნის იმიჯი იმით იზომება, როგორ ექცევა ხელისუფლება და ხალხი თავის ჯარიკაცს, ვეტერანს, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ. ამიტომ ჩვენი სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა გაუთანაბრდეს და უნდა იყოს ღირსეული, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება,"--განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100