სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი, რომელსაც სატვირთომ გადაუარა და ნახევარი სხეულით ცხოვრობს (+ფოტო)

პენგ შულინს (Peng Shulin) ნახევარი სხეულის ამპუტაცია დასჭირდა მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანამ გადაუარა. ამის მიუხედავად, ის არასდროს დანებებულა და არც იმედი დაუკარგავს - მისი სიცოცხლე და უცნაური თავგადასავალი იმის მაგალითია, რომ ადამიანს ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა.

მისი ოპერაციისშემდგომი მდგომარეობით გაოცებულნი დარჩნენ ქირურგებიც კი, რომლებიც პენგ შულინს თითქმის ორი წლის მანძილზე და ძალზე მცირე შუალედებით უტარებდნენ ოპერაციებს.

იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, სადაც ამ 37 წლის ჩინელმა ოპერაცია გაიკეთა, ერთხელ თქვა: „ეს საოცარი და დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია, რომელიც გადარჩა სხეულის თითქმის ნახევრის ამპუტაციის შემდეგ“.

პენგ შულინი არათუ გადარჩა, თავს მშვენივრად გრძნობს და, როგორც სტატიის მთავარ ფოტოზე ხედავთ, ხელებით აზიდვებიც კი შეუძლია. ამას მან უდიდესი ზალისხმევისა და მიზანდასახულობის შედეგად მიაღწია. ჩინელი მამაკაცი ამ დროისთვის უკვე მთლიანად რეაბილიტირებულია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

მაგრამ პენგ შულინი ასეთი ერთადერთი ადამიანი არ არის. მოგვიანებით „დრონი.ჯი“ შემოგთავაზებთ კიდევ ერთ სტატიას ადამიანზე ნახევარი სხეულით, რომელსაც ცოლიც ჰყავდა და შვილიც შეეძინა - ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100