სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიამ ენმ დატოვა

ნიკა მელიამ ენმ დატოვა. წასვლის შესახებ განცხადება პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკა მელიას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. უცნობია, სად მიდის ნიკა მელია - შექმნის თუ არა ახალ პარტიას, ამასთან დაკავშირებით ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს არ უსაუბრია.

არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, არ მჯერა რომ პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას პოლიტიკური კორუფციით დამარცხდება...
დღეს პოლიტიკურ კლასში არცთუ ისე მცირე ნაწილს პოლიტიკოსებისას სჯერა, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღია ფული, მე კი მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა. ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები. მჯერა, რომ ახალი გამარჯვების გზა იქნება ეს და არა პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართვა.
ახლა მაქვს ორი არჩევანი, არჩევანი, რომელიც გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და ასე გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან და თქვენთან. მაქვს არჩევანი ჩავერთო პოლიტიკურ ვაჭრობაში ან დავრჩე თქვენთან, ხალხთან ერთად და დავამარცხო ეს მანკიერი სისტემა. ვეცადე ყველაფერი, რომ ამ პრინციპებს გაემარჯვა ენმ-ში, მაგრამ მართლაც ყრუ კედელი დამხვდა.
სამწუხაროდ, ენმ-მა საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა და კულუარული გავლენები...
მივდივარ თუ არა - დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში,“ - ამბობს მელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100