
ბარაკ ობამა ქართველ ვიცე-პოლკოვნიკთან
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა ფოტო, სადაც აღბეჭდილია აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ესაუბრება ვიცე–პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს, მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში განთავსებულ უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინი ცენტრში. ფოტო გადაღებულია 2012 წლის 2 მარტს. ვიცე–პოლკოვნიკი ტუღუში იმ ქართული ბატალიონის მეთაურია, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს. ფოტოზე აგრეთვე აღბეჭდილია ვიცე–პოლკოვნიკ ტუღუშის ბიძაშვილი ალექსი გოგრიჭიანი.
კომენტარი