
დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ - ინციდენტი ბათუმში საარჩევნო უბანთან (ვიდეო)
ბათუმის 44-ე საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელსა და უცნობ პირს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო საია-მ გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს, რომ ასოციაციის წარმომადგენელი თემურ ირემაძე უბნის გარე პერიმეტრზე გარკვეული მობილიზების ასახვას ცდილობს. ამ დროს მას უცნობი პირი გზას უღობავს და აგრესიულად მიმართავს, შედეგ კი ართმევს ტელეფონს და 44-ე უბნის მიმართულებით კომისიის თავმჯდომარესთან მიდის.
„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” - მიმართავს უცნობი პირი საია-ს წარმომადგენელს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კომენტარი