
12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ, 50-ზე მეტ ადამიანს ეძებენ (ვიდეო)
მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ, 50-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, ხოლო ერთი - გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 35 ადამიანი გამოიყვანეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე 50-ზე მეტ პირთან დაკავშირება შეუძლებელია. არსებობს ვარაუდი, რომ შენობის ჩამონგრევის დროს ისინი საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი.
კომენტარი