სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არღვევენ კანონს, არ გვაძლევენ საქმის მასალებს, მიმდინარეობს ფორსმაჟორში საქმის მასალების შეკერვა - მელიას ადვოკატი

არღვევენ კანონს, არ გვაძლევენ საქმის მასალებს, მიმდინარეობს ფორსმაჟორში საქმის მასალების შეკერვა - ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ დეპუტატის მიმართ წაყენებულ ბრალს გაეცნო.

გიორგი კონდახაშვილმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის აცხადებს, რომ პროკურატურა მას არ აძლევს საქმის მასალებს, რომლის საფუძველზეც ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობისა და მასობრივი არეულობის ხელმძღვანელობის მუხლით ბრალი წარედგინა.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომ მეორე დღეა ადამიანის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ბრალდება გადმოეცა ადვოკატს, ვითხოვთ და მტკიცებულებებს არ გვაცნობენ. მეუბნებიან, რომ დაგვირეკავენ და გადმოგვცემენ. ნიკანორ მერიას აქვს უფლება იცოდეს რას ეყრდნობა ბრალდება.

"ბრალდება, რაც გუშინ გააჟღერა ეს არის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, მარტივ კითხვას ვსვამ მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი მქონდა გადმოგვცემოდა მტკიცებულებები, რას ეყრდნობა პროკურატურა, ვარაუდის დონეზე ვამბობდი. თუკი ეს არის განცხადებები, რაც საჯაროდ იყო გასული ეთერში, სადაც ნიკანორ მელია ამბობს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეულები, კონსტრუქციულად, გასაპროტესტებლად გადავინაცვლოთ, პარლამენტის ეზოში, თუკი ეს არის მასობრივი არეულობის მოწოდება, ხელმძღვანელობა და ბუნტი, როგორც იურისტი ვამბობ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ნიკა მელია არის საქართველოს პარლამენტში მიმალვას არ აპირებს, მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, არც პატიმრობის ეშინია,"-აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100