სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გაღიზიანებულობა მოიმატებს. ამას განსაკუთრებით მარტში დაბადებული ვერძები იგრძნობენ. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. სიტუაცია შეიძლება ოჯახშიც დაიძაბოს.
კურო
ნუ ეცდებით ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის ახალი წესების დაწესებას. მგზავრობას თუ აპირებთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. მშვიდი და გაწონასწორებული იყავით. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება.

ტყუპი
შეიძლება ვერ ენდოთ საქმიან პარტნიორებს, ადამიანებს, ვისთანაც ფინანსური ვალდებულებები გაკავშირებთ. შეფერხდეს კრედიტის გაფორმება. ცვლილებები გელით პირად ურთიერთობებსა და საოჯახო საქმეებში.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახში ჰარმონიის, კეთილგანწყობის შექმნას. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.

ლომი
მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ. არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ადამიანებს, რომლებშიც მცირედი ეჭვი გეპარებათ. ეცადეთ, არავინ დაგირღვიოთ სიმშვიდე არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრებს.

ქალწული
არავის დაუმეგობრდეთ, არ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება შეგეცვალოთ განწყობა, იდეები. თუ ნათესავებთან უსიამოვნება არ გსურთ, მოერიდეთ ბინაში ცვლილებებს (რემონტი, ავეჯის გადაადგილება) მათი ნებართვის გარეშე.

სასწორი
მოულოდნელობები გელით პარტნიორისგან. შეიძლება ზოგ სიტუაციაში თავადაც ვერ მოთოკოთ ემოციები. სექტემბერში დაბადებულებს ცვლილებები და სტრესი ელით. ისე მოიქეცით, საკუთარი თავი რომ არ დააზარალოთ.

მორიელი
შეიძლება შეგეცვლოათ სამსახური, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, გარემო პირობები. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე.

მშვილდოსანი
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული სიტუაციებისა და გარშემო მყოფებისდამი, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. შეიძლება გაგიჭირდეთ ახალ გარემოში ადაპტაცია.

თხის რქა
დღის განრიგიდან მაქსიმალურად ამოშალეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი პროექტების დაწყება. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა კლიენტებთან, კონკურენტებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნორებთან.

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან, კოლეგებთან. ზოგ შემთხვევაში გაჩუმება ჯობია. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, ახალი საქმეების დაწყებას, ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

თევზები
გაერკვიეთ დეტალებში, ინფორმაციებში. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. შეიძლევა შეფერხდეს ვალის, კრედიტის აღება. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ მოვლენებს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100