საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მე-12 ადგილზე გავიდა
საქართველოს ნაკრებმა მისთვის პირველი ისტორიული ევროპის ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა - იგორ კოკოშკოვის გუნდი მეორე ეტაპის F ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან 13 ქულის სხვაობით 60:73 დამარცხდა და ევრობასკეტ 2011-ს დაემშვიდობა.
მთლიანობაში გუნდის გამოსვლა ლიტვაში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც ნაკრებმა მოახერხა მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულება და ჯგუფური გათამაშების მეორე ეტაპზე გასვლა - კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა პატარა და გამოუცდელი ქართული რაზმისათვის კარგი შედეგია.
გასათვალისწინებელია ის უმძიმესი დანაკლისები, რომელიც ჩვენებმა ტურნირის მსვლელობისას განიცადეს - ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელები არიან ნაკრებისათვის. რაღა თქმა უნდა თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ უფრო მეტი სურდა და ეს კარგია, მაგრამ ობიექტური რეალობა ისაა, რაც მივიღეთ.
საქართველო - საბერძნეთი 60:73 (13-12, 22-20, 12-19, 13-22)
საქართველო: შერმადინი (10 ქულა - 14 მოხსნა), შენგელია (11-5), ჰეინსი (11-1), გამყრელიძე (9-3), მარკოიშვილი (8-2), სანიკიძე (6-5), ცქიტიშვილი (3-3), ა.ბოისა (2-2),.
საბერძნეთი: ვასილიადისი (15-1), ბურუსისი (13-3).
კომენტარი