სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კივილი დაიწყო ბავშვმა... გაუსივდა ენა, ტუჩები"- 5 წლის ბავშვს გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა

ფოთში 5 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება შეჭამა. ახლობლების ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა, შედეგად 6 წლის გოგონამ პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობა მიიღო. გოგონა რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტი ფოთში, "ბერვილი-ჯგუფის" ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც შვილიშვილი ტკბილეულის შესაძენად ბებიამ მიიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100