სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული "ოსკარის" დაჯილდოებაზე

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „წყლის ფორმამ“ მიიღო.

სურათის სიუჟეტი 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო, არაამქვეყნიურ არსებას აღმოაჩენს, ეს აღმოჩენა კი მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

დელ ტოროს ფილმში მთავარ როლს სალი ჰოვკინსი ასრულებს, პარტნიორობას კი ოსკარის მფლობელი მსახიობი ოქტავია სპენსერი უწევს.

„დელ ტორო თავის კლასიკურ ხელწერას არ ღალატობს და მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში შეჰყავს. დახვეწილი იუმორითა და მისთვის დამახასიათებლად მძიმე, ძალადობრივი კადრებით, ნელ-ნელა მთლიანად წყლით მოცულნი ვხდებით“, – ასე აფასებენ კინოკრიტიკოსები მექსიკელი რეჟისორის ნამუშევარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100