გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი: პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე. უფრო სწორედ ჩვენი თოვლის ბაბუა გივი პაპა იქნება
ნახეთ, რას წერს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე ბაბუაზე:
„ყოველთვის მაინც თამარაშვილზე მეგულება გივიკო.
ყოველ მისვლაზე ფეხს ვითრევ. მგონია ან ეზოში უნდა შემხვდეს ბუბუსთან ერთად, ან “ბიჭებთან” ბიწჟაზე, ან კიბეზე, ან ფანჯრიდან გადმომხედოს, ან მის საყვარელ ადგილას სამზარეულოს ტახტის კუთხეში იჯდეს ტელევიზორის წინ.
ლეილაც სულ მრავლობითში ლაპარაკობს. იმდენჯერ ახსენებს გივის მისდაუნებურად…
პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე. უფრო სწორედ ჩვენი თოვლის ბაბუა გივი პაპა იქნება, ასე შევთანხმდით მე და ელისაბედი“
კომენტარი