3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
პოზიტიური დღე გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში.
კურო
კარგი დღეა იდეებისა და გეგმის რეალიზებისთვის. ახალი პროექტი გააცანით უფროსსა და კოლეგებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
ნებისმიერ წამოწყებაში მოგემართებათ ხელი. მთავარია, გვერდით გამოცდილი და ერთგული ადამიანები გყავდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.
კირჩხიბი
სირთულეებით ვერავინ შეგაშინებთ. დღეს მზად ხართ გამოწვევებისთვის და ყველაფერში გაიმარჯვებთ. საღამო საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. გაითვალისწინეთ ნათესავების აზრი.
ლომი
იყავით აქტიური და ენერგიული, მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. საინტერესო შეხვედრები და კონტრაქტების გაფორმება გელით. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმა შეადგინეთ.
ქალწული
მიმოიხედეთ, თქვენ გვერდით უამრავი საინტერესო ადამიანია. ზოგიერთს დაუმეგობრდით, ზოგი პარტნიორად გაიხადეთ. საღამო რომანტიკული სიურპრიზებით იქნება აღსავსე.
სასწორი
საქმიანი ნაცნობობითა და შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.
მორიელი
გარშემო მყოფებისადმი მომთხოვნი უნდა იყოთ, მაგრამ თავად მათზე მეტი უნდა გააკეთოთ. საინტერესო შეხვედრები გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.
მშვილდოსანი
იყავით მზად ურთიერთობისთვის. შეხვედრებისა და ნაცნობობის დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ტყუილს ადვილად ამოიცნობთ. საღამოს დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თხის რქა
სასურველის მისაღწევად მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. იდეები გაუმხილეთ თანამოაზრეებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული; გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - პოზიტიური. საყვარელი ადამიანი გრძნობებში გამოგიტყდებათ.
თევზები
პოზიტიური ორშაბათი გელით. კარგი დღეა პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი იდეების განსახილველად. საღამოს გამონახეთ დრო რომანტიკისთვის.
კომენტარი