სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2016 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, სწრაფ ბიზნესსესხს სთავაზობს. დღეიდან 10 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

მათ, ვინც ფლობს სავაჭრო ადგილს ბაზრობაზე, სილამაზის სალონს, მარკეტს, საკონდიტროს ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი სახის მცირე საწარმოს, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ადგილზე ეწვევა, სადაც მოხდება განცხადის შევსება და კრედიტის დამტკიცება. მიღებული დაფინანსების გამოყენებას, საკუთარი ბიზნესის წინსვლისა და განვითრებისთვის მომხმარებელი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის საშუალებით შეძლებს, სადაც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. აღნიშნულ, პლასტიკურ ბარათს კი ბანკის წარმომადგენელი, ადგილზევე გადასცემს მცირე ბიზნესის მესაკუთრეს. ამასთან, მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით: ინტერნეტბანკით და SMS ბანკით. სწრაფიბიზნესსესხის თანხა 10 000 ლარამდე განისაზღვრება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100