TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს
TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ლიდერობს.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, მაკრახიძემ ამომრჩეველთა ხმების 39,8 % მიიღო.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ირაკლი ოქრუაშვილმა ამომრჩეველთა 16,1 %-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ირაკლი ალასანიამ - 13, 7%, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ კი 14,4 %.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.
კომენტარი