ბაღდადში მომხდარ კიდევ ერთ აფეთქებას ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
როგორც მინიმუმ, 22 ადამიანი შეეწირა დაახლოებით ორი საათის წინ ერაყის დედაქალაქში მომხდარ უძლიერეს აფეთქებას. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ერაყის ერთ-ერთ ბაზარში ამოქმედდა - მისი გაუვნებელყოფა სამხედროებმა ვერ მოსწრეს.
ეს ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარი მეორე დიდი აფეთქებაა, რომელიც ერაყის დედაქალაქში ხდება. სამშაბათს მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი შეეწირა.
კომენტარი