ჭავჭავაძის #16-ში ალტას განახლებული შოურუმი გაიხსნა
19 სექტემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირის #16-ში „ალტას“ განახლებული შოურუმი გაიხსნა. კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელის განახლებული შოურუმი „ალტას“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა და თბილისის არჩეულმა მერმა - დავით ნარმანიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს, მოწვეული სტუმრები და „ალტას“ პარტნიორი ბრენდების (სამსუნგი, ლენოვო, ინტელი, APC, ჰუავეი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მოხარული ვარ რომ მონაწილეობას ვღებულობ განახლებული ობიექტის გახსნაში. ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, სწრაფად ვითარდება ეს სფერო. კომპანიის გაფართოებასთან ერთად კი იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც სასიხარულო და მისასალმებელია” - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ალტას“ მენეჯმენტის ინფორმაციით, მაღაზიის განახლების შედეგად, შოურუმის ფართი ხუთჯერ გაიზარდა. „შოურუმის გაფართოებამ საშუალება მოგვცა ახალ მაღაზიაში ადრინდელთან შედარებით ხუთჯერ მეტი პროდუქცია წარმოგვედგინა. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ, ახალ შოურუმში მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება დახვდება, ასევე იგეგმება მრავალი წამახალისებელი აქცია. დღეს კი სტუმრებისთვის ჩვენგან საჩუქრად 2 სმარტფონი HTC one mini 2 გათამაშდა,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კახა ჭოველიძე.
350 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ შოურუმში, მომხმარებელს მსოფლიოში ტექნიკის წამყვანი მწარმოებლების ოფიციალური ჰოლოგრამიანი პროდუქციის შეძენა შეეძლება. ვაკის შოურუმში ტელევიზორების, სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, ციფრული კამერების, აქსესუარების და საოფისე ტექნიკის ფართო არჩევანი იქნება.
კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ „ალტას“ ვაკის ფილიალში, პროდუქციის განლაგება ახალი კონცეფციით მოხდა. პროდუქცია სპეციალურ კუნძულოვან სტენდებზე განლაგდა და დაიყო ზონების მიხედვით. ნებისმიერი სახის ტექნიკა ჩართულ მდგომარეობაში იქნება, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მის დათვალიერებას და მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.
ვაკის ფილიალის განახლებაში კომპანიამ 240 000$-ის ინვესტიცია განახორციელა. გაიზარდა კადრების რაოდენობაც და დასაქმდა 22 ადამიანი.
მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენა, ყოველდღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე (შაბათ-კვირას 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე) შეეძლებათ. მაღაზიაში მომხმარებელი ადგილზე შეძლებს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი ბანკი რესპუბლიკას, ლიბერთი ბანკის, ტაო პრივატბანკის და ვითიბი ბანკის განვადებებით სარგებლობას.
„ალტამ“ ახლახანს, კიდევ ერთი შოურუმი თბილისი ცენტრალში განათავსა. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მენეჯმენტის ინფორმაციით, კიდევ ორი ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
ალტა კომპიუტერული და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ალტას მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. ალტას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.
კომენტარი