სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს კულტურულ–საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100