რომში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს
იტალიის დედაქალაქში კრიმინალური სამყაროს შვიდი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ქართველი "კანონიერი ქურდები": გიორგი გურჩიანი ( „გია სვანი“), ირაკლი ფიფია („იკა სუხუმსკი“) და როინ უგულავა („მატევიჩი“).
მათ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის, დავიდ ოზმანოვის გატაცებაში ედებათ ბრალი. სპეცოპერაცია ბელგიელი სამართალდამცავების მოთხოვნით ჩატარდა.
იტალიური მედიის ცნობით, კრიმინალური სამყაროს გავლენიანი წევრები რომის გარეუბანში, გასულ კვირას, დააკავეს.
ფოტოზე: ირაკლი ფიფია („იკა სუხუმსკი“)
კომენტარი