სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერები: კლიმატის ცვლილება = ომს

კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს და ეპიდემიას. შესაბამის დასკვნამდე მივიდნენ ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ჩანგი და მისი გუნდი, რომლებმაც კლიმატის გავლენის საკითხები შეისწავლეს.

მეცნიერებმა, ბევრი სტატისტიკური მონაცემი შეაგროვეს. მათ შორის მოსახლეობის დემოგრაფიული მერყეობის, გარემოს ტემპერატურის ცვლილების, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და ყველაფერი ეს ჩატვირთეს ერთ ანალიტიკურ სისტემაში. ასევე მეცნიერებმა სისტემაში შეიყვანეს საკუთარი გათვლები,რომელიც კაცობრიობის განვითარების ცვლილების, ოქროზე ფასის მატების და ა.შ. კანონზომიერებას ეხებოდა. აღნიშნული ინფორმაცია 1500-1900 წლებით თარიღდებოდა, ანუ ევროპის ინდუსტრიალიზაციამდე.
ამის შემდეგ დევიდ ჩანგი შეეცადა დაემყარებინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გრეინჯერის მეთოდიკის მიხედვით. სწავლების პერიოდი დროის ოთხ მონაკვეთად (50-150 წელი) დაიყო.
მოცემულმა ექსპერიმენტმა ნათლად წარმოაჩინა, ახდენს თუ არა კლიმატი გავლენას საზოგადოების განვითარების რაიმე პროცესზე.
მიღებული შედეგებით ირკვევა, რომ სწორედ ტემპერატურული მერყეობა მსოფლიოში გავლენას ახდენს საზოგადოებრივ მერყეობაზე და მთლიანად ცივილიზაციაზე.
მარტივად, რომ ვთქვათ ტემპერატურის ვარდნას მოსავლის გაუარესებამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. აღნიშნული თავის მხრივ განაპირობებს ოქროს ფასის ცვლილებას, ავადმყოფობას, ეპიდემიას, შიმშილს.
ყოველივე კი მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს და შედეგად „საჭირო ხდება" ომები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100