ნაკრკოტიკების გასაღებისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე, 1954 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1979 წელს დაბადებული კობა ბ. დააკავეს. - ეს ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა 280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.
ბრალდებულების მიმართ, სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარი